ახალი წელი გურჯაანის კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო.
ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ძულიაშვილმა რეორგანიზაციის მოტივით სამსახურიდან 40 თანამშრომელი გაათავისუფლა. ინფორმაცია აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს თათბირზე გააცნეს.
ისტორიის ფურცლები:
როგორც მოსალოდნელი იყო, ინფორმაციის გაჟღერებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პაატა ძულიაშვილის განცხადებით, სამსახურიდან ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები გათავისუფლდნენ.
ინფორმაცია და ვიდეოკადრები “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.
