კლასიკოსმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა ოქროს ქორწილი ჯვრისწერით აღნიშნა.
76 წლის მწერალმა მეუღლესთან, ნათელა სეფიაშვილთან 50 წლიანი თანაცხოვრება ღმერთის წინაშე დააკანონა.
ჯვრისწერის ცერემონიალი სამების საკათედრო ტაძარში შედგა.
ისტორიის ფურცლები:
ინფორმაცია და ჯვრისწერის ფოტო ტაძრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:
“ბატონი გურამ დოჩანაშვილისა და ქალბატონი ნათელა სეფიაშვილის ჯვრისწერა – შეუღლებიდან 50 წლისთავზე…
ღმერთმა ტკბილად და ჯანმრთელად შეგაბეროთ ერთურთს!!!”
