გურამ წიბახაშვილის უდიდესი განსაცდელი

კითხვის დრო: 2 წთ.

ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილს ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის დღეები აქვს. მისი ოჯახის 4 წევრი  – მანანა ჯავაშვილი, ეკა ჯავაშვილი, გიგა წიბახაშვილი და ლადო წიბახაშვილი დაკავებულია. მათ სააავტომობილო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან.

მარიამ წიბახაშვილი:

“დაიჭირეს დედაჩემი, მანანა ჯავაშვილი, ასევე ჩემი ორივე ძმა: გიგა წიბახაშვილი და ლადო წიბახაშვილი , ასევე დეიდაჩემი ეკა ჯავაშვილი. ფაქტიურად ამოისუნთქა ქვეყანამ, ყველა “კრიმინალი” დაჭერილი!

ისტორიის ფურცლები:

დედას დახვდნენ სადარბაზოსთან. გაკვეთილების მერე სამსახურიდან, სკოლიდან სახლში წავიდა და იქ აიყვანეს. ჩემი ძმები თავისით მოდიოდნენ აქ, იმიტომ რომ დედას გვერდით ყოფილიყვნენ და გზიდან აიყვანეს ორივე ცალ-ცალკე. დეიდაჩემიც ახლა მოჰყავთ აქ.

პ.ს. დედაჩემის სასამართლო დასრულდა. სცნეს სამართალდამრღვევად და მიუსაჯეს პატიმრობა 1 დღე. ახლა შევდივარ ჩემი ძმის, ლადოს პროცესზე.”

პ.ს.ს. გურამ წიბახაშვილის შვილებს- გიგა და ლადო წიბახაშვილებს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

Artinfo.ge