გრანპრი ნიკა კუბლაშვილს ჩეხეთში

კითხვის დრო: 1 წთ.

უნიჭიერეს ქართველ მომღერალს ნიკა კუბლაშვილს ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “სულიკო” მთავარი პრიზი – გრან პრი გადაეცა. ამ ჯილდოსთან ერთად ნიკამ კიდევ ერთი ჯილდო –   მურთაზ ციმინტიას სახელობის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

ნიკა ჩეხეთიდან გერმანიაში გაემგზავრა, სადაც შემოქმედებითი სიახლეები ელის.