
ფესტივალის კონკურსში მონაწილე 8 ფილმიდან ჟიურიმ გასცა 2 პრიზი – გრან-პრი და ფრანსუა შალეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის.
ისტორიის ფურცლები:
ფესტივალის პროგრამა 8 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგებოდა, რომლებიც საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით იქნა შერჩეული.
კანის კინემატოგრაფისტების რიგით 30-ე შეხვედრაზე ჟიურის ჩეკი კარიო ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი სცენარისტები, რეჟისორები, მსახიობები, ჟურნალისტები და კომიქსების ავტორები.

