
“არც ისე ბევრია საქართველოში ისეთი მწერალი, მეცნიერი, ხელოვანი თუ საზოგადო მოღვაწე, რომლებსაც ქართველი ხალხი სახელებით მოიხსენიებს. ესეთია – შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ნიკალა, ექვთიმე…
ისტორიის ფურცლები:
დღეს, ჩვენს გაუკუღმართებულ დროში, ყველა ორიენტირი დარღვეულია, დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს ახალგაზრდებს სთავაზობენ “ცნობად სახეებს”. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ტერმინი, ვინ არის ის ხალხი, რომლებსაც ჩვენი ახალგაზრდობა ცდილობს მიბაძოს და მათნაირი ცხოვრებით იცხოვროს…
აი, ამ ფონზე გამიჩნდა დაჟინებული სურვილი, რომ გავაკეთო რამდენიმე დოკუმენტური სურათი სწორედ იმ ხალხზე, ვისაც ქართველები სახელებით მოხსენიებენ.”

