27 წლის მომღერალი გიორგი ნარმანია მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც სოციალურ ქსელში მისი შესრულებული სიმღერა გავრცელდა.
“როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ” – ეს სიმღერა უმღერა გიორგიმ თავის რჩეულს და სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველას მასზე ელაპარაკა და გადაცემებშიც მიეწვიათ.
ისტორიის ფურცლები:
უნიჭიერესი გიორგი ნარმანია “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წინაშე წარსდგა და თავისი ლამაზი ხმითა და შესრულების გამორჩეული მანერით საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.

