
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საღამო იქნება იმდენად მრავაფეროვანი, რამდენადაც თავად მისი მთავარი გმირია. პოეზია, პროზა და უკვე მუსიკაც.. ერთ დროსა და სივრცეში…
უფრო ზუსტად კი:
პოეზია – გიორგი კეკელიძის კრებული – მინიატურები მხატვარ მაი ლაშაურთან ერთად – ნახატების გამოფენა.
ისტორიის ფურცლები:
პროზა – ,,გურული დღიურები” გურული გმირების მონაწილეობით;
მუსიკა – გიორგი კეკელიძის და ზუმბას ერთობლივი კომპიზიციის: ,,ქორწილი და განშორება ანაზდად, გნებავთ ანდაზად” პრეზენტაცია;
ბონუსად კი ფასდაკლება გიორგის ყველა წიგნზე.
გიორგი კეკელიძის საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

