28 წლის ქართველი პიანისტი გიგი ვანდერი 31 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საავტორო სოლო კონცერტს გამართავს, რომელზეც ავტორი 12 ნაწარმოებს შეასრულებს.
ისტორიის ფურცლები:
კონცერტის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე საავტორო საფორტეპიანო ნაწარმოებების განვითარებას.
საქველმოქმედო კონცერტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით მოეწყობა, შემოსული თანხა კი “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” მოხმარდება.
