ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს იტალიაში კონცერტს მიუძღვნიან.
პალერმოს ლეგენდარულ თეატრში “Teatro Massimo” მაესტრო გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი 14 ოქტობერს გაიმართება.
ისტორიის ფურცლები:
საღამოზე აჟღერდება კომპოზიტორის ნაწარმოები ”Exil” მასიმოს თეატრის ორკესტრის და სოპრანოს ვალენტინა კოლადონატოს შესრულებით.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო იტალიაში:
“პალერმოს ლეგენდარულ თეატრში “Teatro Massimo” მაესტრო გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. “Exil”-ს დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდა, წარმატებული ქართველი მწერალი, რუსკა ჟორჟოლიანი წარუდგენს.”
