კომპოზიტორ გია ყანჩელის და დირიჟორ ჯანსუღ კახიძის შემოქმედებითი საქმიანობა წლების წინ დაიწყო.
ამ ორმა გენიოსმა ადამიანმა ქართულ კულტურას ნამდვილი შედევრები შეუქმნა და უდიდესი საგანძური დატოვა.
ისტორიის ფურცლები:
ისინი იმდენად განუყოფელნი იყვნენ, რომ სიმღერა “ჰერიო ბიჭებო” ბევრს დღემდე ჯანსუღ კახიძის დაწერილი ჰგონია, არადა სიმღერა გია ყანჩელმა მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნა.
ჯანსუღ კახიძე 2002 წლის 7 მარტს გარდაიცვალა. გია ყანჩელი მას ხელებზე ეამბორა და ჩაილაპარაკა: ,,ამ ხელებმა ბევრი რამ მასწავლეს“…
ჯანსუღ კახიძის გარდაცვალება არა მარტო გია ყანჩელმა, არამედ მთელმა საქართველომ განიცადა.

