გია დანელია დააჯილდოვეს

კითხვის დრო: 1 წთ.

გია დანელია დააჯილდოვეს2014 წლის მიწურულს რუსეთის ხელისუფლებამ ის გამორჩეული ხელოვანები დააჯილდოვა, ვინც მათი აზრით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში.

რჩეულთა შორის აღმოჩნდა ქართველი კინორეჟისორი გია დანელია და მისი ნამუშევარი “კუ! ქინ-ძა-ძა!” მასთან ერთად ამ ნამუშევრის შექმნისთვის პრიზი მიიღეს რეჟისორმა ტატიანა ილინამ და მხატვარმა ალექსანდრე ხრამცოვმა. ანიმაციური ფილმი გია დანელიას მიერ გადაღებული ფილმის “ქინ ძა ძა” მიხედვით კინოგაქირავებაში გასულ წელს გამოვიდა.

გია დანელიასთან ერთად რუსეთის ხელისუფლების ჯილდო მიიღეს რუსეთში მოღვაწე რეჟისორებმა და მხატვრებმა.

Artinfo.ge