
– ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანოს, 1984 წელს დაბადებული ანიტა რაჭველიშვილის დისკის დებიუტი მართლაც მომნუსხველია. მილანის ლა სკალაში მისი კარმენში დებიუტის შემდეგ ის საერთაშორისო საოპერო სამყაროს აბსოლუტურ ვარსკვლავად მოიაზრება. მის გამოსვლებს ერთნაირად ზეიმობენ ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, პარიზში, მიუნხენსა თუ ბერლინში. მისი ფოკუსირებული ხმის ცეცხლოვანი ინტენსიურობა და სტილისტური შეგრძნების შეუცდომლობა გვაგონებს დიდ ტერეზა ბერგანცას და მერილინ ჰორნს, მისი მუქი ტემბრი კი ოლგა ბოროდინას. რაჭველიშვილი სრულად ფლობს ცდუნების (კარმენი, დალილა), სინატიფის (შარლოტა და სანტუცა) და თავდაჯერების (ებოლი და საფო) ყველა ელფერს და ნიუანსს. ეს ჩანაწერი უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი დაპირება – ეს დიდი ხელოვნების დასტურია, – ასე ახასიათებს ანიტას მიხაელ შტეგემანი.


