
მინსკში გაიხსნა “ვარსკვლავების ხეივანი” და დაიდგა პირველი ქანდაკებაც – ბუბა კიკაბიძის გმირის – ვალიკო მიზანდარის სკულპტურა გია დანელიას ფილმიდან “მიმინო”.
ქანდაკება თავად ქართველმა ხელოვანმა გახსნა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის მინსკში სპეციალურად ჩავიდა.
ისტორიის ფურცლები:
როგორც მომღერალმა აღნიშნა, “მიმინოს” გმირების ძეგლები ბევრგან დგას – ერევანში, მოსკოვში, თბილისში და ამერიკაშიც კი. ისინი რესტორნების სიახლოვეს არიან განთავსებული და ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ის რესტორნები ბუბა კიკაბიძის კუთვნილებაა.
მინსკში ვიზიტი კონცერტით დასრულდა, რომელზეც ბუბასთან ერთად ნანი ბრეგვაძემაც იმღერა. ის მინსკში შვილთან და შვილიშვილთან ერთად სპეციალურად ჩაფრინდა.



