
პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა მისდამი პატივისცემა ლექსით გამოხატა.
ისტორიის ფურცლები:
“სანთელი
(ნიკო ფიროსმანაშილს)
შენ ციური ხარ, უფლის ხმობილი,
ო, პაწაწინა თაფლის სანთელო.
გყოლია მრევლი ხელაპყრობილი,
შენ შეგინახავს ეს საქართველო.
ჩამოგიქროელბს სული ტაძართა
და ეგ სიწმინდე გასაკვირია:
ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა,
ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია…
…შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,
მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძვნია.
შენ, საქართველოს ჭირისუფალო,
ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია…”

