12 წლის მოცეკვავე ნატა მაქაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ახალი წლის დადგომა მან მშობლიურ სკოლაში ორიგინალური საცეკვაო ნომრის წარდგენით გადაწყვიტა.
ისტორიის ფურცლები:
ნატა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან “შენ შეგიძლია ცეკვა” გაიცნო.
მის მიერ შესრულებულ ნომერს ჟიურის ოთხივე წევრი – ნათია რთველიაშვილი, ზაკ რისი, სალომე ჭაჭუა და დუტა სხირტლაძე ფეხზე წამოუდგა, მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და არც კომპლიმენტები დაიშურა.
