
ზაზანოვაში ვირტუოზი გიტარისტის კოკა ცქიტიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მისი მეგობრები მიიღებენ. მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა.
მეგობრები მის დასახმარებლად გაერთიანდნენ და ზაზანოვაში 13 დეკემბერს საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებენ.
“თითოეულმა ჩვეგანმა შევიტანოთ წვლილი კოკას გამოჯანმრთელებაში!” – ასეთი სლოგანით გამოდიან მუსიკოსის კოლეგები.
ზაზანოვაში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. შემოსული თანხა კი მთლიანად კოკა ცქიტიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.

