ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Midnight Gold კლიპის მზადაა. ვიდეორგოლი მაყურებელმა უკვე იხილა და შეაფასა.
კოლაბორაციული კლიპი ორი სხვადასხვა სცენარის მიხედვით შეიქმნა – ერთი რეჟისორმა თემო ეზუგბაიამ დაწერა და შემდეგ თავად გადაიღო, მეორე კი ნიკა კოჩაროვს ეკუთვნის, ხოლო მის გადაღებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა თემო კვირკველიამ იმუშავა.
ისტორიის ფურცლები:
ვიდეორგოლის საბოლოო ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორს ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის.
კლიპს ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ერთად, ევროვიზიის მონაწილე ყველა ქვეყნის მაუწყებელი გაუშვებს.
