
ისტორიის ფურცლები:
ეგვენი კისინმა ერთი წლის ასაკში სმენით სიმღერა დაიწყო, ფორტეპიანოზე დაკვრა კი ორი წლიდან. 10 წლის ასაკში პიანისტმა ორკესტრთან ერთად დაუკრა და მოცარტის მე-20 საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. უცხოეთში ჩატარებულმა კონცერტებმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პიანისტი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად კონცერტს თბილისში 30 მარტს გამართავს.

