მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე სენს ებრძვის. ის ამჟამად ისრაელში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის. მის მხარდასაჭერად არაერთი ტელემარათონი თუ მხარდასაჭერი კონცერტი ჩატარდა, გაიხსნა საბანკო ანგარიში და ამოქმედდა სპეცნომრები.
ისტორიის ფურცლები:
როგორც მისი მეგობარი რაულ ქირია სოციალურ ქსელში წერს, ეთერ კაკულიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა:
– ჩემი ეთერი ძალიან ცუდად არის, უკვე მკურნალობასაც ვეღარ უგრძელებენ, ბედის იმედად დავრჩით. დღეს ღამე ჩამოიყვანენ ისრაელიდან, არც ვიცი ფრენას თუ გაუძლებს, ჩემი ეთერი!
