23 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.
ღონისძიება წინა კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მისი გადადება გამოიწვია.
გაიხსენეთ:
ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტში განთავსდება მწერლის ხელნაწერები, გამოცემული ნაწარმოებები, პირადი ნივთები და სიმბოლური საკანი, რომელიც მწერლის ციხეში გატარებული წლების სიმბოლო იქნება.
კაბინეტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მწერალ მერაბ რატიშვილის მხარდაჭერით გაიხსნება.
