ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი, რომელიც ლევილში 1943 წლის 26 დეკემბერს იქნა შედგენილი, თავმდაბლობის და უბრალოების ნამდვილი მაგალითია:
“…დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად დავიმახო მღვდლის დასწრებით.
გაიხსენეთ:
ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდამოდ ნაყიდია. ქაღალდი ამ ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ, ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით: Consession a perpetuite და შემდეგ: პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი (1863 – 19–) და ნინო თაყაიშვილისა (1873 – 1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს.
თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხის ძეგლისა…”
