
იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ბათუმელი მსმენელისთვის შოპენის, შუბერტის და მიშელ სონის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა სოფო ხალვაშმაც მიიღო.
ისტორიის ფურცლები:
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტი საქველმოქმედო იყო და გაყიდული ბილეთების თანხა სრულად გადაერიცხება ბათუმის 26-ე ინკლუზიურ სკოლას.
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.

