ელისო ბოლქვაძემ მამის სახლი გააჩუქა

კითხვის დრო: 1 წთ.

ელისო ბოლქვაძემ მამის სახლი გააჩუქაიუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ მამის, ქართველი მწერლისა და იუმორისტის ზაურ ბოლქვაძის სახლი გააჩუქა.

პიანისტი უკვე იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ გუთურში მამისეული სახლი მდებარეობს.

ისტორიის ფურცლები:

ინფორმაცია ელისო ბოლქვაძემ თავად გაავრცელა:

“მოეწყო შეხვედრა გუთურში, მამაჩემის, ზაურ ბოლქვაძის სახლში, რომელიც გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს!”

პიანისტს სურს, რომ სწორედ აქ მოეწყოს ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი, სადაც ახალგაზრდობას შემოქმედებითი საღამოების ჩატარების საშუალება მიეცემა. ყოველწლიურად, ზაფხულში კი ელისო ბოლქვაძე მამისეულ სახლში კონცერტს თვითონაც გამართავს.

Artinfo.ge