მხატვარ ელენე ახვლედიანის ნამუშევრები თელავშია. ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც აქტუალობას არ კარგავს, მშობლიურ კახეთში გაიხსენეს. მისი ნამუშევრების ექსპოზიცია ღია ცის ქვეშ, სამხატვრო სკოლისა და ბატონის ციხის ტერიტორიაზე მოეწყო.
ისტორიის ფურცლები:
გამოფენის მოწყობის იდეის ავტორი თელავის მერიის ახალგაზრდული სათათბირო საბჭოა. გამოფენა მუდმივმოქმედია და მომავალში ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გარდა, ღია ცის ქვეშ სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც გამოიფინება.
