კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. 82 წლის ხელოვანი სახელობით ვარსკვლავს ქართველი მაყურებლისგან მადლიერების ნიშნად და ქართულ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღებს.
ისტორიის ფურცლები:
კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი 26 იანვარს კინოთეატრ “რუსთაველის” წინ საზეიმოდ გაიხსნება.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე კი კინოთეატრში მოეწყობა ელდარ შენგელაიას საზეიმო საღამო და ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი ფილმებიდან.
