საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მომღერალ ეკა კვალიაშვილს ჯანრმთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
მომღერალი სამკურნალოდ უცხოეთშიც იმყოფებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, მას ბოლომდე დიაგნოზიც ვერ დაუსვეს.
ისტორიის ფურცლები:
გუშინ ეკა კვალიაშვილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა დღეს თავად გაავრცელა:
– მე გუშინ გამიკეთეს ურთულესი ოპერაცია, დღეს ჭრილობები ცოტა მაწუხებს, დანარჩენი ოკ. დიდი მადლობა მერაბ კილაძეს, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.
ამ ინფორმაციას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ეკას გამოჯანმრთელება უსურვა.
