ენათმეცნიერ აკაკი შანიძეზე ძალიან კარგი ამბავი ვრცელდება.
ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა რამდენიმე თვის წინ დადო სოფელ ნოღაში მდებარე მისი გაპარტახებული სახლ-მუზეუმის ფოტო. ახლა კი საზოგადოებამ ამცნო, რომ აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი აღდგენილია:
“ძალიან კარგი ამბავი სოფელ ნოღადან – როგორც წინა თვეში ჩემი ფეისბუქგვერდის მეშვეობით გატყობინებდით, ენათმეცნიერ აკაკი შანიძის ნოღაში არსებული მუზეუმი განადგურებული იყო.
ფეისბუქგვერდი ნოღა ავრცელებს ამბავს, რომ მუზეუმი სამტრედიის დეპუტატის გრიგოლ მიქელაძის მეშვეობით აღდგა.
ისტორიის ფურცლები:
მუზეუმი მუზეუმს უკვე ჰგავს.
ახლა ექსპონატები და დამთვალიერებელი უნდა დაუბრუნდეს აქაურობას.”


