20 მარტს, 21 საათზე მოძრაობის თეატრში ყოველკვირეული, ტრადიციული საღამო “რეჩიტატივი ქალაქში” გაიმართება.
ისტორიის ფურცლები:
ეს არის ყოველკვირეული საღამო მოძრაობის თეატრში, სადაც დასწრება თავისუფალია. მასში მონაწილე ხელოვანები ცოცხალი მუსიკის თანხლებით კითხულობენ ლექსებს და ყვებიან ქალაქურ ისტორიებს.
პროექტში ჩართულები არიან კახა ბაკურაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნიკოლაძე და ირაკლი მენაღარიშვილი. ყოველ კვირას მათ სპეციალური სტუმარი ჰყავთ. ამ კვირას პროექტის სტუმარი დუტა სხირტლაძე იქნება.
