დიტო ცინცაძემ მთავარი პრიზი მოიგო

კითხვის დრო: 1 წთ.

დიტო ცინცაძემ მთავარი პრიზი მოიგოსაზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა დიტო ცინცაძემ საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიგო.

“მედიატორი”, “კაცი საელჩოდან”, “რევერსი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დიტო ცინცაძემ გადაიღო.

ისტორიის ფურცლები:

ამჯერად ქართველი რეჟისორის ფილმმა ”god of happiness” გერმანიის ქალაქ ბიბერახში გამართულ რიგით 37-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.

სასიხარულო ინფორმაციას ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ავრცელებს:

“დღეს ბიბერახის კინოფესტივალზე (biberacher filmfest) დიტო ცინცაძის ფილმმა ”god of happiness” მთავარი პრიზი ოქროს წავი (goldener biber) აიღო.”

Artinfo.ge