ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმს “დინოლა” საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა.
“დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.
ისტორიის ფურცლები:
ფილმმა მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. ფილმს შანხაიში LONG WEEK OF SHORT FILMS FESTIVAL-ზე აჩვენებენ.
გასული წლის ნოემბერში “დინოლა” Eastern Neighbours Film Festival-ში იღებდა მონაწილეობას. სწორედ ამ ფესტივალის პროგრამიდან შეირჩა 7 საუკეთესო ევროპული ფილმი შანხაისთვის.
