მწერალ დინა მირცხულავას ყველაზე გულწრფელი თხოვნა, გაგიკვირდებათ და სიკდილთან აქვს:
“იყავი შიმშილი.
უკურნებელი სენი თუნდაც. გადაჭარბებული სიჩქარე, დაუმორჩილებელი საჭე… გაუთვალისწინებელი შემთხვევა…
მოდი სტიქიურ უბედურებად.
გადაუღებელ წვიმად.
ისტორიის ფურცლები:
იწვიმე, იწვიმე დაუსრულებლად და ადამიანთა სიკვდილი ცურვის არცოდნას დაბრალდეს.
იყავი ზვავი, თოვლად მოწყდი, რომ ჭირისუფლებმა იანვრის თოვლს შეაწმინდონ ხელები.
აუტანელ სიცხედ მოდი – ჩაუქრობელ ხანძრად.
ოღონდაც… ოღონდაც ადამიანად ნუ მოხვალ, სიკვდილო და ნუ დაგვახოცვინებ ერთმანეთს.
ადამიანის სხეულში შემძვრალი სასტიკი და ულმობელი ხარ – განუზომელი ბოროტება.
ადამიანის ხელით კი ისეთი სიკვდილით ვუკვდებით სამყაროს, რომ ვეღარასოდეს ვცოცხლდებით მერე…”

