
სოფელი თონეთში დათია ბადალაშვილმა ვაჟა ფშაველას ბიბლიოთეკა დააარსა, რომელშიც სულ მალე მედიათეკა მოეწყობა.უახლოეს მომავალში კი ამავე სოფელში არსებული ვაჟას სკოლაც აღდგება.
ისტორიის ფურცლები:
გიორგი კეკელიძე:
“დიდ თონეთში ვიყავით, დათიასთან და ვაჟა-ფშაველას ბიბლიოთეკისთვის დიდებული ამბავი მაქვს – შვეიცარიის საელჩოს დახმარებით ეკვილიბრიუმი იქ მედიათეკას მოაწყობს – კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორი, პუფები, წიგნის მტვერსასრუტი, გამათბობელი, საოფისე ინვერტარი, სანათები და მასალა სარემონტო სამუშაოებისთვის უკვე ადგილზეა.
წინ ვაჟას სკოლის აღდგენაა. ამასაც ვიზამთ!”

