ქართველ მომღერალს დიანა ღურწკაიას ისევ აკრიტიკებენ.
მიზეზი ამჯერადაც ახალი სიმღერაა, რომელიც კვლავ პოლიტიკას შეეხება.
რუსული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა ბელორუსის მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერეს და მის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიუძღვნეს.
ისტორიის ფურცლები:
მომღერლებს შორისაა დიანა ღურწკაია. ის აქტიურად იღებს მონაწილეობას პოლიტიკასთან დაკავშირებული სიმღერებისა და ვიდეორგოლების ჩაწერაში.
ქართველი მსმენელი დიანას ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა და მომღერალი ღიად გააკრიტიკა.
