
ისტორიის ფურცლები:
დემნა გვასალია და მისი ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება. ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას Financial Times ესაუბრნენ.
გასული 2017 წელი ბალენსიაგასთვის ნამდვილი ოქროს ხანა იყო. ნოემბერში ბალენსიაგა დასახელდა ყველაზე მოთხოვნად ბრენდად. სპეციალისტებმა შეისწავლეს 12.000 ბრენდი, 65 მილიონი მყიდველი და 5 მილიონი პროდუქტი – ოფიციალური ინფორმაციით, გუჩის პირველი ადგილი ბალენსიაგამ დაიკავა და პლანეტის ყველაზე განხილვად და მოთხოვნად ბრენდად სწორედ ბალენსიაგა დასახელდა

