
რეჟისორის არჩევანი დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესაზე “ლისისტრატეები” შეჩერდა, რომელიც მან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის თემას მიუძღვნა.
პიესის თეატრალიზებული კითხვა 26 ნოემბერს კინომსახიობთა თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პროგრამა “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში.”

