დავით გარეჯი Microsoft-ის სისტემაში

კითხვის დრო: 1 წთ.

დავით გარეჯი Microsoft-ის სისტემაშიქართული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

კორპორაცია Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ის მთავარ გვერდზე შესვლისას დღეს ნებისმიერ მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან ფონად სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფოტო დახვდება. ფოტოს ავტორი ვიქტორ ბუბნიაკია და მასზე წარწერაა – David Gareja Monastery Complex, Kakheti, Georgia.

Bing-ის მთავარი გვერდის ფონური ფოტო ყოველდღიურად იცვლება და მასზე მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებია წარმოდგენილი.

Microsoft-მა Bing-ი მომხმარებლებს 2009 წელს შესთავაზა და იგი  Google-ის შემდეგ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა.

Artinfo.ge