დაუმსახურებელი უსამართლობა ზურა დოიჯაშვილს

კითხვის დრო: 1 წთ.

დაუმსახურებელი უსამართლობა ზურა დოიჯაშვილსმომღერალი ზურა დოიჯაშვილი ნამდვილად არ იმსახურებს ისეთ უყურადღებობას, რომელსაც მის მიმართ ვიჩენთ.

ვალერი მურღულია:

ისტორიის ფურცლები:

“ჩვენი უსაყვარლესი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 5-თვეა, თელავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის.

ზურა, ძალიან მენანები, ვიცი, შენს ტკივილს აღრმავებს საქართველოსთან სიშორეც. არც ხელისუფლება და არც ერთი მედია საშუალება არ ინტერესდება მისი მდგომარეობით და ეს არის სირცხვილი.

ძალიან მიყვარხარ და ვლოცულობ შენთვის, ჩემო კარგო მეგობარო, და ნამდვილო ადამიანო. ვილოცოთ ზურასთვის.”

Artinfo.ge