
რუსთაველის თეატრში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დათო ხუჯაძე სოლო კონცერტს ჩაატარებს. კონცერტზე მიწვეული სპეციალური სტუმრები არიან დავით ფორჩხიძე, ჯგუფი „GOOFY-LAND”-ი.
ისტორიის ფურცლები:
კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.
დათო ხუჯაძე, რომელსაც საქართველოში კარგა ხანია კონცერტი არ ჩაუტარებია, საქველმოქმედო პროექტით დაბრუნდა და თავისი შემოქმედებით იმ ადამიანების დახმარებას აპირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

