უკანონო აშენება-მიშენება-მოშენება-დაშენება საქართველოში ნგრევასთან ერთად საკმაოდ აქტუალურია.
ბევრმა კულტურულმა ძეგლმა თვითნებური მიშენებით, აშენებითა და დაშენებით პირველყოფილი სახე დაკარგა.
ისტორიის ფურცლები:
გამონაკლისი არც ნარიყალას გალავანია, სადაც დაშენება მიმდინარეობს. ლელა დოლაკიძის ინფორმაციით, ნარიყალას გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ.
ლელა დოლაკიძე:
“ბევრი ვიყვირე ნარიყალას გამო, მაგრამ ხმა მღაღადებლისა, კი ვიცით რაც ჩაიდინეს იქ… გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ და მარჯვნივ დამხმარე შენობას თხრიან…”
