დაბლოკილი და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ლიტერატურული ღონისძიებები

კითხვის დრო: 2 წთ.

დაბლოკილი და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ლიტერატურული ღონისძიებებიპოეტი როინ აბუსელიძე იმ ლიტერატურულ პროცესებზე საუბრობს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელდა.

მისი თქმით, დაიბლოკა კონკურსი, დაფინანსება შეუწყდა ჟურნალს და დაფინანსების გარეშე დარჩა პოეზიის და წიგნების გამავრცელებელი პროექტი.

როინ აბუსელიძე:

“ქართული ოცნების” წვლილი ლიტერატურაში:

“ლექსების გამოფენა” – კონკურსი, რომელიც რამოდენიმე წელი ტარდებოდა და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, დაბლოკეს!

“ჭოროხი” – ჟურნალი, რომელსაც 50 წლის ისტორია აქვს და დღემდე გამოდიოდა, (ისიც ორ თვეში ერთხელ) დაფინანსება შეუწყვიტეს!

“ბათუმური პოეზიის ტურნე” – პროექტი, რომლის მეშვეობითაც ჩაგვქონდა ჩვენი პოეზია და წიგნები, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში და ვაკეთებდით საღამოებს, აღარ არსებობს! (გუშინ მოვიდა პასუხი ფინანსები არ გაგვაჩნია და ვერ დაგაფინანსებთო… მიზერულ თანხაზეა საუბარი).”

Artinfo.ge