ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი ქართველს მიანიჭეს

კითხვის დრო: 1 წთ.

ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი ქართველს მიანიჭესბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე “Morska Perla” გრანპრი ქართველმა ხელოვანმა მარინა კოლხიდაშვილმა მოიგო.

ის ბულგარეთში ამ ფესტივალზე მეგობრის დახმარებით მოხვდა და მთავარი პრიზითაც დაჯილდოვდა.

ინფორმაციას პოეტი ლელა ნინუა ავრცელებს:

“ბულგარეთი საერთაშორისო ფესტივალი, გამარჯვებული, პირველი ადგილი, სპეც-პრიზი, სხვა ფესტივალებზე მიწვეული და ჟიურის ყველა წევრი ფეხზე დამდგარი! აპლოდისმენტები ამ საყვარელ მარინას, რომელმაც ისე დაუკრა, ,,დაუკარით” და იმღერა რომ ყველა გადაგვრია! მიულოცეთ!”

Artinfo.ge