ბრიტანულმა გუნდმა “ჩვენი ხმები” ინგლისის ქალაქ ლანკასტერში უფასოდ ქართული სიმღერის კონცერტი ჩაატარა. საღამო მომღერლებმა მიუძღვნეს ყველა ქართველს, ვინც ქუჩაში დგას და პროტესტს გამოხატავს.
ერთ-ერთი სიმღერა მათ მიუძღვნეს “იალონი”-ს გუნდის წევრის, ქალბატონი ნანას შვილს, რომელიც პროტესტის დროს დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.
ისტორიის ფურცლები:
გუნდი მთლიანად ბრიტანელებისგან შედგება, რომლებსაც ქართული კულტურა ძალიან უყვართ. ისინი ქართულ სიმღერებს თავისით სწავლობენ.
“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ბრიტანელი მომღერლები “მრავალჟამიერს” ასრულებენ.


