ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა.
ორი კვირის განმავლობაში ბრაზილიის მეტროპოლისში კულტურის ცენტრი ქართულ კინემატოგრაფიას აცნობდა საზოგადოებას. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეირჩა როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ფილმები.
ისტორიის ფურცლები:
15 იანვარს გაიმართა შეხვედრა მაყურებელთან. ორი საათი გრძელდებოდა შეხვედრა, გამოიკვეთა დიდი ინტერესი „მონანიების“, ასევე „ჩემი ბებიას“, „გაღმა ნაპირის“ მიმართ.
ქართული კინოს დღეების ჩატარება მარტში რიო-დეჟანეიროშიც იგეგმება.
