
ამის დასტურია მის კოლექციაში არსებული ჩვენი ბებიების დროინდელი ჩანთები, მანქანის საფენებისგან შექმნილი კაბები, ახლა კი ბოთლის თავსახურის ფორმის საყურეები.
ისტორიის ფურცლები:
ბალენსიაგა ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე 447 ევროდ ყიდის. სამკაული ვებგვერდზე brownsfashion.com ოფიციალურად იყიდება.
თავსახურის ფორმის მრგვალ ცისფერ საყურეს შიგნითაც და გარეთაც ბალენსიაგა აწერია.
მსგავსი სიახლე დემნასგან არავის გაკვირვებია, რადგან ქართველი დიზაინერს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს. შარშან მან აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზიც მიიღო.

