ბიძინა კვერნაძის მხიარული თავგადასავალი

კითხვის დრო: 2 წთ.

ბიძინა კვერნაძის მხიარული თავგადასავალიგენიალური კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე განსაკუთრებული ნაწარმოებების შექმნასთან ერთად, იუმორის განსაკუთრებული  ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.

კომპოზიტორმა თავისი მხიარული ისტორიები გააერთიანა წიგნში ,,ხან დაზმული ვარ, ხან არა”.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

,,რეზო ლაღიძემ იცოდა, რომ თუ ბიძინა ქეიფს გადააბამდა, სახლში საქმე მწყრალად იყო და ნუგეშასთან ურთიერთობის მთელი სისტემა ჰქონდა შემუშავებული.

ერთხელ ეზოდან დაუძახა: დღეს ბიძინას ხელი უნდა გთხოვოო, რაც კიდევ ერთ განავარდებას ნიშნავდა. ბიძინა კი საქმიანად უხსნიდა მეუღლეს, – წუხელ დედა დამესიზმრა და რეზოს რომ ვუამბე, მითხრა: აუცილებლად სიღნაღში უნდა წავიდეთ და საფლავი მოვინახულოთო.

ეზოში ორი სავსე მანქანა ელოდა. ბიძინა უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ქალიშვილმა, პატარა ფისასომ იკითხა: – კი, მაგრამ, განა ბებია შარშან არ გადმოვასვენეთ თბილისში, ბაბუას გვერდითო? “