
ბეტ ჰარტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კონცერტის შემდეგ დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება “შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც დასწრება მხოლოდ 150 ლარიანი ბილეთის მქონე ადამიანებს შეეძლებათ. ამ ღონისძიების მთავარი სტუმარიც ბეტ ჰარტი იქნება.

