ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ხანგრძლივი პაუზა დასრულებულია და აქტიურად დაუბრუნდა სცენას.
მან თავისი ორი ახალი სიმღერაც შესთავაზა მსმენელს და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიურპრიზს დაპირდა.
ისტორიის ფურცლები:
ბერამ პირობა შეასრულა და ერთგული მსმენელისთვის პირველი საჩუქარი გაასაჯაროვა. ეს მომღერლის ახალი შავ-თეთრი კლიპია, სახელწოდებით “I Look Good On You”, რომლის რეჟისორიც Nash Grier-ია.
ვიდეორგოლი ინტერნეტში უკვე გამოჩნდა და მას ორ დღეში ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს.
