ბოლივუდმა საქართველოში რამდენიმე ფილმი გადაიღო. ინდური ფილმების მწარმოებლებისთვის ჩვენი ქვეყნის ბუნება თავისი მთებით, ზღვებით და ულამაზესი ხედებით ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ფილმისთვის ”Ramleela” ბოლივუდმა ბათუმში 3 კლიპი გადაიღო, სადაც ქალაქის ღირსშესანიშნაობები მრავლად მოხვდა.
ისტორიის ფურცლები:
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლს ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს. ამ კლიპით განსაკუთრებით ბათუმელები ამაყობენ.
”არტინფო” გთავაზობთ ვიდეორგოლს, რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა და საქართველოს სილამაზე ბოლივუდის ფილმებით კიდევ უფრო ახლოს გაიცნო.
