ბარბარა სამხარაძის და გურამ შეროზიას საუკეთესო ამბავი

კითხვის დრო: 1 წთ.

ბარბარა სამხარაძის და გურამ შეროზიას საუკეთესო ამბავიმომღერალმა ბარბარა სამხარაძემ და მოგზაურმა გურამ შეროზიამ ერთობლივი სიმღერა “მომენატრები” ჩაწერეს. მისი ავტორი გურამ შეროზიაა.

სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის გავრცელება ერთი ძალიან კარგი ამბით დასრულდა – თავშესაფარში გადაყვანილი ბებო, რომელსაც წლების განმავლობაში ვერ პოულობდა, შვილთაშვილმა სწორედ ბარბარასა და გურამის კლიპში აღმოაჩინა.

ბარბარა სამხარაძე:

“არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება, მაგრამ, ფაქტია, ჩვენმა სიმღერამ თავისი მისია შეასრულა.

ქალბატონს მოხუცთა თავშესაფრიდან, შვილთაშვილი გამოეხმაურა.

უზომოდ ბედნიერი ვარ!”

ბარბარა სამხარაძის და გურამ შეროზიას საუკეთესო ამბავი - 2

ესეც ვიდეორგოლი ბარბარა სამხარაძისა და გურამ შეროზიას სიმღერაზე:

Artinfo.ge